ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტით უცხოელები ინტერესდებიან: ინტერვიუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან

სახელმწიფო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციური სერვისების დანერგვა საჯარო სექტორში, მოსახლეობის რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა – ეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ფუნქციების არასრული ჩამონათვალია.
სააგენტოს მიერ განხორციელებულ  ინოვაციებსა  და სამომავლოდ  დაგეგმილ  პროექტებზე „კვირას“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  თავმჯდომარე შიო ხეცურიანი ესაუბრა.

შიო ხეცურიანი  „ინოვაციური სერვისების ლაბორატორის“ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას – ლაბორატორია  სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს   თანამედროვე,  ინოვაციური  სერვისების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება.
სწორედ ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით შეიქმნა  ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები, რომელთა საშუალებითაც  სერვისების   მიღება 1000-ზე მეტ სოფელში იქნება შესაძლებელი ლიბერთი ექსპრესების მეშვეობით. ამ ეტაპზე საპილოტე პროექტის ფარგლებში 7 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი 200-ზე მეტ სოფელს ფარავს შიდა ქართლში.12277231_424390004433855_746506276_n

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  თავმჯდომარე  „კვირასთან“  საზოგადოებრივი ცენტრების  ფუნქციონირების მნიშვნელობაზეც საუბრობს. ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც სულ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს, რის შედეგადაც შეიცვლება დიპლომატიური ბარათები და ისინი საერთაშორისო სტანდარტებთან  გათანაბრდება. დიპლომატიურ მისიებს მიეცემათ საშუალება, ელექტრონულად გაატარონ აკრედიტაცია თავიანთ თანამშრომლებს.

თქვენს სააგენტოში  შექმნილია  „ინოვაციური სერვისების ლაბორატორია“, რა სახის ინოვაციური სერვისები განხორციელდა მისი შექმნის შემდეგ  და თუ გამოყოფდით ყველაზე წარმატებულ პროექტს, რომლითაც  მოქალაქეებს სერვისების მიწოდება  გაუმარტივდათ?

– „ინოვაციური სერვისების ლაბორატორია“ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შარშან  შეიქმნა.  ლაბორატორია  სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს   თანამედროვე,  ინოვაციური  სერვისების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნიდან დიდი დრო არ გასულა, როგორც შიდა ორგანიზაციული, ისე გარე მომხმარებლისთვის საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელა.
ლაბორატორიის პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  ექსპრეს  საზოგადოებრივი ცენტრების პროექტია, რომელსაც „ლიბერთი ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ.  პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის  მეშვეობით ჩვენი სერვისების   მიღება ამჟამად 200 სოფელშია შესაძლებელი. ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით შეიქმნა  პროექტი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, რომლის  საშუალებითაც ისინი სააგენტოს სერვისების დისტანციური მომსახურებით სარგებლობენ.  ასევე  შეიქმნა  „იდეების ყუთი“ – სადაც სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს, გამოაქვეყნოს ახალი იდეა.

– პროექტის მასშტაბით, რამდენ სოფელში იგეგმება ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალების მეშვეობით მოქალაქეებისთვის სერვისების ადგილზე მიწოდება?


– პროექტის მასშტაბით,  ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი ათასზე მეტ სოფელს  მოემსახურება. მნიშვნელოვანია,  რომ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ეს პროექტი, ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია  ამ  მხრივ. სოფლის მოსახლეობა აღარ მოუწევს რამდენიმე კილომეტრის გავლა, მუნიციპალიტეტის ცენტრში წასასვლელად სახელმწიფო სერვისის მისაღებად. მათ მიეცემათ საშუალება, სერვისების განვითრების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ.

თქვენ ბრძანეთ, რომ ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ფარგლებში შეიქმნა  „იდეების ყუთი“ – სადაც სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს, გამოაქვეყნოს ახალი იდეა, რამდენად აქტიურობენ თანამშრომლები და თუ  დაინერგა მათ  მიერ წარმოდგენილი რომელიმე იდეა პრაქტიკაში?

– „იდების ყუთი“, მართლაც, კარგი პროექტია ინიციატივების  წარმოსადგენად და სერვისების დახვეწის პროცესში თანამშრომელთა აქტივობის გასაზრდელად. ამ ეტაპზე  ფუნქციონირებს შიდა პორტალი, სადაც სააგენტოს თანამშრომლებს  შეუძლიათ  გამოთქვან ინიციატივა,  მათი ზოგიერთი იდეა განხორციელდა კიდეც,  ისინი  შიდაორგანიზაციულია და საკმაოდ კარგ შედეგსაც იძლევა. ჩვენ მზად ვართ, სურვილის შემთხვევაში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებას შევთავაზოთ ანალოგიური პორტალი.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განახორციელეთ  პროექტი,  რომლის საფუძველზეც მეზღვაურებზე  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და სერტიფიკატები გაიცემა. სხვა მიმართულებებითაც ხომ არ იგეგმება მსგავსი პრაქტიკის დანერგვა?

-ვაგრძელებთ საზღვაო ტრანს12285656_424389981100524_57086737_nპორტის სააგენტოსთან აქტიურ მუშაობას, უკვე ვმუშობთ თანამედროვე გემების რეესტრის შექმნაზე. ასევე, ვმუშაობთ, საგარეო საქმეთა   სამინისტროსთან ერთად,    დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონულ პროგრამაზე. შეიცვლება დიპლომატიური ბარათები და ისინი საერთაშორისო სტანდარტებთან  გათანაბრდება.   ბარათები დაცული იქნება გაყალბებისგან და ასევე აღნიშნული ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შეღავათებით. ეს ყველაფერი ინტეგრირებული იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  სამსახურთან, დიმპლომატები შესაბამისი ბარათის წარდგენისას გათავისუფლდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

საზოგადოებრივი ცენტრების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ, სადაც მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  – 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად   შეუძლია,  საინტერესოა, რა  პარამეტრებით ირჩევა სოფლები, სადაც შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრები უნდა გაიხსნას?12277189_424389937767195_1177576379_n

– სასურველია სოფელში ცხოვრობდეს 2000-2500 ადამიანი, ასევე პრიორიტეტულია საზღვრისპირა, ასევე მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა უმნიშვნელოვანესია მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში, რადგან მოსახლეობას უჭირს მუნიციპალურ ცენტრამდე მისვლა.  ამ ეტაპზე საქართველოში უკვე მოქმედებს 27 საზოგადოებრივი ცენტრი, ადგილობრივ მოსახლეობას  საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეუძლია. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 5 ასეთი ცენტრის  გახსნა. 2016 წელს კიდევ 10 ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. ეს პროექტი დაიწყო და ხორციელდება ევროკავშირთან ერთად.  დღეისათვის პროექტის წარმატებით განვითარებაში გვეხმარებიან SIDA (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) და GIZ (გერმანული საერთაშორისო დონორი ორგანიზაცი). ცენტრებში   მუშაობს  უფას12283123_424389951100527_1621833547_nო ინტერნეტი, კომპიუტერები, ცენტრში ასევე მოწყობილია საკონფერენციო დარბაზები,  ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს   საშუალება აქვთ, შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ და მოისმინონ მათგან ინფორმაციები. საზოგადოებრივ ცენტრებში  განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკებიც.

სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს ძველი ბიბლიოთეკების განახლება. უკვე ოთხ ბიბლიოთეკას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაუმჯობესდა იქ არსებული პირობები,  მათ შორის  საგანგებოდ გამოსაყოფია ორი – ეს არის ხიდისთავის და ნუკრიანის ბიბლიოთეკები, სადაც ინტეგრირებულია საზოგადოებრივი ცენტრებიც. ამ ბიბლიოთეკებში რეაბილიტაციამდე ყოველდღიურად  20-25 ადამიანი დადიოდა, დღეისთვის იქ 500-ზე მეტი ადამიანი დადის,  მათ იქ შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სერვისებით, ასევე ადგილზე წაიკითხონ მათთვის სასურველი წიგნი კომფორტულ გარემოში.

უცხოელი პარტნიორები თუ ინტერესდებიან თქვენ მიერ დანერგილი პროექტებით და მათ  ქვეყნებში ჩვენი პრაქტიკის  გადატანით?

– სასიხარულოა, რომ  მათი მხრიდან ჩვენი სერვისების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით დიდი დ12286080_424389974433858_286414785_nაინტერესება მოჰყვა ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტს, უცხოელი პარტნიორები ხშირად მოგვმართავენ ამ პროექტის კონცეფციასთან დაკავშირებული კითხვებით,  ცოტა ხნის წინ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენცია GITI 2015-ზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ნომინაციაში – „ფართოდ გამოყენებული ელექტრონული სერვისი“ სააგენტომ ჯილდო ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტისთვის მიიღო.

აქვე დავამატებ, რომ 3-4 დეკემბერს, ინოვაციური სერვისების შესახებ   გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,  სასტუმრო “ჰოლიდეი  ინში“  იგეგმება მასშტაბური კონფერენცია, რომელშიც უცხოელი ექსპერტები და პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას,  ვფიქრობ, აღნიშნულ  კონფერენციაზეც დიდ ინტერესს გამოიწვევს ჩვენ მიერ დაგეგმილი სერვისები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები