ამბროლაურში დაგეგმილი „ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის გარდაცვალების გამო აღარ ჩატარდება

დღეს ამბროლაურში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი აღარ გაიმართება.

მიზეზი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, 23 წლის ლილე ქემოკლიძის ტრაგიკულად გარდაცვალებაა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ახალგაზრდა გოგონას, ლილე ქემოკლიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ამ უმძიმეს დროს, ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და ამბროლაურის რაიონის მწუხარებას და ვუსურვებთ მათ სიმტკიცესა და გამძლეობას. მომხდარი ტრაგედიის გამო, ამბროლაურში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დღეს აღარ ჩატარდება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები