თალაკვაძე – ერლინდ ცეკაის დაკავებაზე: ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ერთად არაერთი საქმე გამოიძიეს და საერთაშორისო ორგანიზებული ჯგუფები გამოავლინეს

“ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ერთად არაერთი საქმე გამოიძიეს და საერთაშორისო ორგანიზებული ჯგუფები გამოავლინეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძე დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი ბიზნესმენის, ერლინდ ცეკაის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

„მაღალი ალბათობით ფინანსდება სწორედ რადიკალური ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ფინანსდება მედია, რაზეც კეზერაშვილმა თვითონ ისაუბრა.

კვლავ რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები, ვინც მეორეს მხრივ ხმამაღალ განცხადებებს და აბსოლუტურად ცრუ ბრალდებებს აჟღერებენ საქართველოს წინააღმდეგ, არანაირ კომენტარს, არანაირ შეფასებას ამ ფაქტებზე არ აკეთებენ.

ეს მიუთითებს, რომ მათ აქვთ პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია. არანაირი სამართალი და კრიმინალთან ბრძოლა მათ არ აინტერესებთ”, – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები