საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს გაგრძელდება.

სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის საერთო გეგმისა და ინტერესების ლუსტრაცია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები