პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინი მონაწილეობას მიიღებს იაპონელ მილიტარისტებზე საბჭოთა და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი გამარჯვების 85 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

კრემლის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ „რუსეთ-მონღოლური ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მიმდინარე საერთაშორისო რეგიონულ პრობლემებზე მოსაზრებებს გაცვლიან “.

შეგახსენებთ, რომ მონღოლეთი რომის წესდების ხელმომწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები არიან პუტინის დაკავების ორდერი შეასრულონ, რომელიც ჰააგის სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები