POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აპარატის უფროსად თავისი სიძე დანიშნა – მალტელმა ევროპარლამენტარმა მეცოლას ნაბიჯს ნეპოტიზმი უწოდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აპარატის უფროსად თავისი სიძე დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მეთიუ ტაბონე, რომელმაც ევროპარლამენტში მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ლეტისია ანსალდოს ჩაანაცვლებს.

მალტელმა ევროპარლამენტარმა, ალექს აგიუს სალიბამ მეცოლას ნაბიჯს ნეპოტიზმი უწოდა.

„წარმოიდგინეთ, მე ან [„ლეიბორისტული პარტიის“] წარმომადგენელს თავისი ოჯახის წევრი უმაღლეს თანამდებობაზე რომ დაენიშნა“, – აღნიშნა სალიბამ.

მეთიუ ტაბონე წლების განმავლობაში მეცოლას თანაშემწედ მუშაობდა. ის 2015 წელს მეცოლას დაზე დაქორწინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები