CIA-ს დირექტორის მოადგილე: რუსეთს კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება გაუჭირდება

CIA-ს დირექტორის მოადგილე, დევიდ კოენი აცხადებს, რომ რომ რუსეთს კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება გაუჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ვაშინგტონში დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დევიდ კოენმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში შეჭრის მნიშვნელობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ განაცხადა, რომ არ აპირებს კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის ანექსირებას, უკრაინის ჯარები აგებენ თავდაცვით ხაზებს და როგორც ჩანს, ისინი აპირებენ შეინარჩუნონ ამ ტერიტორიის ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი კონტრშეტევას მოაწყობს ამ ტერიტორიის დაბრუნების მცდელობისთვის“, – განაცხადა CIA-ს დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, მათი მოლოდინია, რომ ეს რუსებისთვის რთული ბრძოლა იქნება.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის ტერიტორიის დაკარგვის გამო, პუტინს მოუწევს საკუთარ საზოგადოებაში არსებულ გამოხმაურებას გაუმკლავდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები