დმიტრო კულება: ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან, უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების მიწოდება დააჩქარონ

ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან, უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების მიწოდება დააჩქარონ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ბრიუსელში დღევანდელი შეხვედრის დროს განვაცხადე გადაუდებელი დაპირებული სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით. ვაფასებ ჩემი კოლეგების მზადყოფნას, რომ მიიღონ საჭირო ზომები ამ მიწოდების დასაჩქარებლად“, – წერს კულება სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები