“დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში” – რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება

“დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე  სოციალურ ქსელში წერს და იუსტიციის თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.

“ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია.

ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით”, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები