“დაშორებულები იყვნენ, ცოლმა თქვა – მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა” – გურჯაანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც სოფელ ახაშენში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი იყო, მან საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ მეუღლეს, შემდეგ კი ორ პიროვნებას ესროლა, რომელიც ოჯახს რემონტის გაკეთებაში ეხმარებოდა.

“ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო. ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება”, – ჰყვება ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და 2-ზე მეტი პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები