უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 14 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 14 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თავის Telegram არხზე განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, ამჟამად კი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს.

„უკრაინის პრეზიდენტის გეგმის – „Bring Kids Back UA“ განხორციელების ფარგლებში, ჩვენ მოვახერხეთ ბავშვებთან ერთად რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა ერმაკმა.

მანვე დასძინა, რომ დაბრუნებული ბავშვების ასაკი 2,5 თვიდან 16 წლამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები