“ტელეგრამის” შემქმნელი  წინასწარი პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„ტელეგრამის” შემქმნელს, პაველ დუროვს საფრანგეთის სასამართლომ ბრალი შეტყობინებების აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის წაუყენა.

BBC-ის ინფორმაციით, დუროვი  წინასწარი პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

რუსი წარმოშობის მილიარდერი, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა,  საფრანგეთის პოლიციის განყოფილებაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს. ამასთან. დუროვს არ აქვს უფლება,  საფრანგეთის ტერიტორია დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები