“არც სახელმწიფო აპირებს, ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს, სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს” – მეუფე ნიკოლოზი

“არც სახელმწიფო აპირებს, ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს, სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა  საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

”ეს არის სასიკეთო ურთიერთობა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ არავითარი ანტაგონიზმი არ გააჩნია, არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს – უბრალოდ როგორ შეიძლება კიდევ უკეთესი იყო. თუმცა, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი პოზიცია აქვს დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც 2002 წელს მიღებული საკონსტიტუციო შეთანხმებით განისაზღვრება. ახლა ამას თუ გავაუმჯობესებთ ცოტათი, თორემ, მეტი არაფერზე არ ყოფილა საუბარი,”- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები