გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების წინააღმდეგ ბევრი რესურსი გვეხარჯება, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს მოხმარდებოდა

ახლა, ამ არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა ზუსტად მაგიტომ არის საჭირო, რომ სხვა ყველაფერთან ერთად დასრულდეს ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ჩვენი მთლიანი რესურსი მოვახმაროთ ღირებულებების, ტრადიციების, სუვერენიტეტის განმტკიცებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„სამწუხაროდ, ბევრი რესურსი გვეხარჯება იმაში, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ოჯახური ღირებულებების განმტკიცებას, ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ამის საშუალებას არ გვაძლევენ, რადგან მათ საწინააღმდეგოდ გვჭირდება ბევრი რესურსის დახარჯვა. ახლა, ამ არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა ზუსტად მაგიტომ არის საჭირო, რომ სხვა ყველაფერთან ერთად დასრულდეს ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ჩვენი მთლიანი რესურსი მოვახმაროთ ღირებულებების, ტრადიციების, სუვერენიტეტის განმტკიცებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს გზავნილები გვაქვს ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ჯერ გადავარჩინოთ ქვეყანა ფიზიკურად რომ იყოს მშვიდობა, მერე გადავარჩინოთ სულიერად რომ იყოს შენარჩუნებული ღირებულებები და პარალელურად, განვავითაროთ ეკონომიკა. ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რაც ხალხისთვის არის დამაჯერებელი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები