ოდიშარია – „ქოლცენტრების“ საქმეზე: ახლა იქნებოდა გამართლებული,  „ჰელსინკის კომისიამ“ გააკეთოს განცხადება არა მხოლოდ დაკავებასთან, არამედ იმ საგამოძიებო ჟურნალისტურ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც BBC-მ გაავრცელა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია „ქოლცენტრების“ საქმეზე „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატმა ე.წ. ქოლცენტრების სკანდალურ საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის დაკავებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ის, რასაც ახორციელებს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ამას შეუერთდა „ჰელსინკის კომისია“, ამას ჰქვია, ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო. როდესაც ასეთი უსამართლო განცხადებები კეთდება, სამწუხაროა. ახლა იქნებოდა გამართლებული, რომ „ჰელსინკის კომისიამ“ გააკეთოს განცხადება არა მხოლოდ ამ დაკავებასთან დაკავშირებით, არამედ იმ საგამოძიებო ჟურნალისტურ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც BBC-მ გაავრცელა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები