“7-8 ოქტომბერს საქართველო ზაფხულის ხასიათით დახვდება, ყველგან მოსალოდნელია მზიანი, უნალექო ამინდი” – მეტეოროლოგი
“7-8 ოქტომბერს საქართველო ზაფხულის ხასიათით დახვდება, ყველგან მოსალოდნელია მზიანი, უნალექო ამინდი”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში, ასევე სანაპიროზე +29, +31°C-მდე აიწევს, აღმოსავლეთში კი +25, +27 გრადუსი იქნება და ეს უკვე არა უბრალოდ სითბოა, არამედ შემოდგომისგან მოპარული ზაფხული.
დასავლეთში პერიოდულად იქროლებს ფიონი, რომელიც, ნაცვლად იმისა, ფანჯრებზე შემოდგომის ხმებს აკაკუნებდეს, თბილ სიამოვნებას მოგვიტანს.
7-8 ოქტომბერს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მონაცემები:
• ულტრაიისფერი ინდექსი მაღალი (6–7), ამიტომ მზისგან დაცვა რეკომენდებულია, გარუჯვა კი სასიამოვნო.
• ტენიანობა საშუალო (60–65%) სითბო კომფორტულად აღიქმება
• ზღვის წყალი +20–21°C ცურვისთვის ცოტათი ცივი.
ამინდი ხელსაყრელი იქნება:
• ღია სივრცეში დროის გასატარებლად
• ზღვისპირა გასეირნებისთვის
• ფოტოსესიისთვის
• და უბრალოდ – იმისთვის, რომ ვიფიქროთ – დროის კანონებს ამინდი ყოველთვის არ ემორჩილება, 7-8 ოქტომბერს, საქართველოში არ იქნება შემოდგომა.
ის იქნება ზაფხულის ბოლო, მოულოდნელი სტროფი”, – წერს მეტეოროლოგი.