“ისინი გარბიან, როგორც გემი რომ იძირება, ვირთხები გარბიან – ასეთი ვითარებაა დღეს ამ თავყრილობაში, რომელიც თავის თავს ოპოზიციას ეძახის” – ხაინდრავა

“ისინი გარბიან, როგორც გემი რომ იძირება, ხომ იცით, ვირთხები გარბიან – ასეთი ვითარებაა დღეს ამ თავყრილობაში, რომელიც თავის თავს ოპოზიციას ეძახის. ეგენი არ არიან ოპოზიცია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ  „იმედის კვირას“ განუცხადა.

აღნიშნულით ის 4 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„რა თქმა უნდა, დიდი ხანია, მზადდებოდა ეს აქცია და ყველამ კარგად იცოდა, რისთვისაც მზადდებოდა. ამ ხელისუფლების დამხობის მცდელობა მეხუთეა, თუ არ ვცდები, აქ ახალი არაფერი იყო. ახალი იყო მხოლოდ ის, რომ ყველაზე დიდი ვიგინდარები ვინც არიან, ამ ყველაფერს გაეცალნენ და ახალგაზრდები, ჩვენი შვილები მიუშვეს წინ, თვითონ დაიმალნენ და მერე განცხადებებიც აკეთეს კიდევ, რომ გავემიჯნეთო და როგორ გაემიჯნნენ?

ზურაბიშვილმა ხომ განაცხადა, რომ არჩევნებზე არ მივდივარ, აქციაზე მივდივარო. აქცია რომ დამხობის მიზნით იყო თავმოყრილი, ეს ხომ ყველამ იცოდა? აბა, სად მიდიოდნენ? – დასამხობად მიდიოდნენ ეს იგი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები