“არ მინდა ჩარიცხვები; მთავარია, შიდა სივრცე გადარჩა და როგორღაც გამოვძვრებით” – “ვანილის სახლის” მფლობელი
საპროტესტო აქციის დროს დამწვარი ახლადგახსნილი კაფეს, ვანილის სახლის” მფლობელი, დიანა ველენგურსკაია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო. ყველას ვერ გპასუხობთ, ვერ გწერთ ფიზიკურად. სიტყვებით ვერ გამოვხატავ ემოციებს ამხელა სითბოს და გულშემატკივრობის საპასუხოდ. უდიდესი მადლობა ყველას, მაგრამ ანგარიშის ნომერს ნუ მთხოვთ, რა. არ მინდა არანაირი ფონდი და ჩარიცხვები, დიდი მადლობა. ვერ მივიღებ ამ დახმარებას… ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა იქნება, თუ გვესტუმრებით ჩვენი კერძების დასაგემოვნებლად, რომელთა შექმნაზე ჩვენმა საოცარმა მასტერშეფმა – ირაკლი მაკასარაშვილმა იზრუნა, ასევე, უდიდესი შრომა და ენერგია ჩავდეთ მთელმა გუნდმა… მთავარია, შიდა სივრცე გადარჩა და როგორღაც გამოვძვრებით… თქვენი მხარდაჭერით, ისევ წინ წავალთ და მჯერა, თავიდან შევიძენთ ტერასის ინვენტარს”, – წერს ველენგურსკაია.
მანამდე, დიანა ველენგურსკაიამ სოციალურ ქსელში საკუთარი დამწვარი კაფეს ფოტოები გამოაქვეყნა და მომხმარებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.