ზურაბ ქადაგიძე: ზურაბიშვილისნაირი პარაზიტების კისერზეა გუშინდელი ბოროტება და ამ გზააბნეული ახალგაზრდების გაურკვეველი ხვალინდელი დღე; დროა გამოფხიზლდეთ, ვის და რა ფასად ემსახურებით

„დროა, გონს მოვიდნენ ის ახალგაზრდები, ვინც ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა თავიანთი ძალადობრივი სცენარების შესასრულებლად გამოიყენეს”, – ასე მიმართავს  ახალგაზრდებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ზურაბ ქადაგიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალადობაში ახალგაზრდების წაქეზებას ავანტიურისტები ახორციელებენ და მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ექსპერტი პოსტს თან ურთავს ირლანდიური გამოცემის THE ISLANDER-ის პუბლიკაციიდან ნაწყვეტს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებენ.

“გუშინ თბილისში მომხდარი ძალადობა შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს იყო შედეგი იმ მრავალწლიანი პოლიტიკური და მორალური დეგრადაციისა, რომლის სათავეშიც დგას ადამიანი, რომელმაც ჯერ სამართლის, შემდეგ კი ქვეყნის ღირსების საზღვრების გაქრობა დააპირა. პოლიციელებზე „მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელების შეწყალება, ექსტრემისტების პოლიტიკური ლეგიტიმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უდანაშაულობის ილუზიის დანერგვა – ეს ყველაფერი სისტემურად და გააზრებულად ემსახურებოდა ერთ მიზანს: საქართველოს სახელმწიფოს შიგნიდან მოშლას და ეროვნული სუვერენიტეტის დასუსტებას. ეს არ არის პოლიტიკა.

ეს არის პარაზიტიზმი და სალომე ზურაბიშვილისნაირი ნაძირალები ასაზრდოებენ მას! დროა გონს მოვიდნენ ის ახალგაზრდები, ვინც ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა თავიანთი ძალადობრივი სცენარების შესასრულებლად გამოიყენეს. ისინი არ არიან გმირები, ისინი გახდნენ საზარბაზნე ხორცი იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველო მხოლოდ ინსტრუმენტად ესახება. დღეს, ვინც ამ ავანტიურისტებს ბრმად მიჰყვება, უნდა მიხვდეს — ისინი არ გიცავენ, ისინი გწირავენ. ისინი გიყენებენ როგორც იარაღს საკუთარი ძალაუფლებისთვის და როცა აღარ სჭირდებით, პირველები თქვენ გტოვებენ. მოკლედ, ზურაბიშვილისნაირი პარაზიტების კისერზეა გუშინდელი ბოროტება და ამ გზააბნეული ახალგაზრდების გაურკვეველი ხვალინდელი დღე. დროა გამოფხიზლდეთ, ვის და რა ფასად ემსახურებით?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები