“რაც გააკეთეს, შეცდომაც არ არის; მე მგონია, უბრალოდ, გასწირეს ვიღაც ხალხი; არაფერში არ წერია, რომ შევარდე პრეზიდენტის სასახლეში, რაღაცები დაანგრიო მაშინ, როცა არანაირი გეგმა არ გაგაჩნია” – რაქვიაშვილი
“გირჩის” სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“რევოლუციას სჭირდება ადამიანები. როცა მოედანზე გამოდიხარ და ხედავ, რომ არასაკმარისი რაოდენობაა, ერთადერთი სწორი გამოსავალია, თქვა, რომ არ გამომივიდა, ბოდიში და დავიშალეთ. ეს იყო, რაც უნდა ეთქვა პაატა ბურჭულაძეს გუშინ.
რაც გააკეთეს, ეს შეცდომაც არ არის, მე მგონია, უბრალოდ გასწირეს ვიღაც ხალხი. არაფერში არ წერია, რომ შევარდე პრეზიდენტის სასახლეში, რაღაცები დაანგრიო, მაშინ, როცა არანაირი რესურსი და გეგმა არ გაგაჩნია”, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.