“გუშინ ზუსტად გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ცნება – უსამშობლო” – გია ვოლსკი

“როდესაც სიტყვა “უსამშობლოები” პირველად გამოვიყენეთ, გუშინ ზუსტად გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ცნება – უსამშობლო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით ის გუშინდელ  საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

“უშველებელი ცოდვა ვიხილეთ, როგორ მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც დადგნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გვერდით, რომლებმაც უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწიეს მმართველობის დროს გესტაპო სისტემის დანერგვაში, რაც სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, აღიარა. ეს ძალიან შემაწუხებელია, დამაფიქრებელია და განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობა, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები და არა მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიციელების მხარე, არამედ თავისიანებიც, როგორც ცდილობდნენ, რომ როგორმე სისხლი დაღვრილიყო და როგორმე განვითარებულიყო მოვლენები, რომელსაც ექნებოდა მეიდანის სცენარის გამეორების ანალოგი”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები