“არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს, თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმიათ ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნიან მას” – პაპუაშვილი
“არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს, თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმიათ ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნიან მას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ვიხილეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა, როდესაც სახეები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს, აქვეყნებდნენ მსგავს ტექსტებს საქართველოსთან დაკავშირებით.
“ფაქტი იყო, რომ კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რადგან ჩანდა, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალება წარუმატებელი მცდელობა იქნებოდა.
როგორც ჩანს, იყო წინასწარ მომზადებული ტექსტებიც, რომელიც გარკვეული მომენტის შემდეგ დაიდო და, რომელსაც უნდა შეესრულებინა მაიდნის გარე წაქეზების ფუნქცია. ვხედავთ ერთი და იგივე სახეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ძირს უთხრიდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხედავთ მათ მუდმივ მცდელობებს, რომ ჩვენთან ვითარება არიონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.