ჩუკოტკაზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.