“ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი პრიორიტეტული პროექტია, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი პირობებით, ხელახალი ინვესტორის ძებნის პროცესს შეუფერხებლად დავიწყებთ”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სწორია.

მინისტრის თქმით, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტია.

“იმ პირობების თანახმად რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ, 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა, რადგან ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ, მთავრობამ გამოუცხადა ესოდენ მაღალი მხარდაჭერა. გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი, გადახალისებული პირობებით, ჩვენ შეუფერხებლად დავიწყებთ პროცესს ხელახალი ინვესტორის ძებნის გამჭვირვალედ და კონკურენტულ ვითარებაში”, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები