საქართველო თუ აზერბაიჯანი – ვინ მეტად აფინანსებს საშუალო და მცირე ბიზნესს, რას აჩვენებს საერთაშორისო რეიტინგები

„გლობალური კონკურეტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, 2019 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებით საქართველო მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის 83 ადგილზეა.

საქართველოსგან განსხვავებით მოწინავეთა რიგებშია აზერბაიჯანი. როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია მითითებული აზერბაიჯანს 24-ეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად აფინანსებენ და ეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესს.

რაც შეეხება საქართველოს სხვა მეზობლებს, რეიტინგში 63 -ე ადგილზეა თურქეთი. რუსეთმა 118-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ირანი 126-ე.

„გლობალური კონკურეტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებით პირველ ადგილზე ფინეთია, მეორეზე აშშ, ხოლო მესამე ადგილი ჰონკონგს უჭირავს. ბოლო, 141-ე ადგილზე რეიტინგში კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო, ჰაიტის რესპუბლიკაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები