ლევან ბეჟაშვილი: ანაკლიის პორტი, სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, ამიტომ საერთაშორისო ინვესტორებისა და კონსორციუმის მონაწილეობით უნდა განხორციელდეს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტი, სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, ამიტომ საერთაშორისო ინვესტორებისა და კონსორციუმის მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

“ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ ანაკლიის პორტის საკითხი, თუ ამას აღსრულება უწერია, პირადად თავის ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს და ის ჯგუფები შემოიყვანოს, რომელიც უშუალოდ თავისი კონტროლის ქვეშ იქნება. ამიტომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დროზე ჩამოშორდეს ქვეყანას, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, განხორციელდეს საერთაშორისო ინვესტორების და კონსორციუმის მონაწილეობით”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები