კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

მეორე დღეა, როსტოვის ნავთობის საცავში ხანძარს აქრობენ

როსტოვის ოლქის პროლეტარსკში, სამრეწველო საწყობში მეხანძრეები აგრძელებენ დრონის ჩამოვარდნისგან გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას,- ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. ნავთობის საცავში ხანძრის…

სიცილიაში იახტის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა, დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება

იტალიაში, სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შემდეგ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ექვსი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას CNN-ი  ავრცელებს. ორშაბათს დილით, 56 მეტრიანი იახტა…

ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც კრძალავს "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის" შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ბულგარულ სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის წინა პარლამენტმა უარყო მსგავსი…

პირველად ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კიევს ეწვევა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს,- ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას რუსეთ-უკრაინის…

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე…

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა…

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმის ბოლო ხიდი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე მესამე და ბოლო ხიდი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ამ დროისთვის, ხიდზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია…

მარკ კელი – უკრაინის შეჭრამ რუსეთის რეგიონში შეიძლება, ომის მიმდინარეობა შეცვალოს

კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა, - ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მოულოდნელი შეტევა კურსკის რეგიონში ვლადიმერ პუტინისთვის შოკის…

ფილიპინებში “”mpox” ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფილიპინებში, გასული წლის დეკემბრის შემდეგ, "mpox" ვირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტი 33 წლის ფილიპინელი მამაკაცია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია ფილიპინების გარეთ არ აქვს. "ამ ეტაპზე შტამი უცნობია, ჩვენ ველოდებით კვლევის…

კამალა ჰარისს, პრეზიდენტობის კანდიდატად სავარაუდოდ დღეს წარადგენენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დღევანდელ ყრილობაზე, სავარაუდოდ, კამალა ჰარისს, პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ. დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობას ჯო ბაიდენი გახსნის. აშშ-ის პრეზიდენტი ყრილობაზე სიტყვით გამოვა. აშშ-ში…

აზერბაიჯანი სომხეთს მისი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. "18 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, სომხეთის…