ზელენსკის თქმით, რუსეთის ტვერის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში ეფექტური ნაბიჯი იყო
გუშინ უკრაინელებმა ტვერის ოლქში მდებარე ტოროპეცის საბრძოლო მასალების საწყობზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საწყობი მთლიანად განადგურდა. ძლიერი აფეთქებების გამო, ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განხორციელებული დარტყმა ძალიან ეფექტური იყო და სწორედ ასეთი დარტყმებით ხდება მტრის დასუსტება შესაძლებელი.