კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

ნიუკასლში ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც ბაირამს აღნიშნავდნენ

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლში ავტომობილი მუსლიმანების ჯგუფს დაეჯახა, რომლებიც ურაზა ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. დაშავებულია 6 ადამიანი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. პოლიციამ მძღოლი დააკავა,…

თურქეთში 5 სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 5 სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი დააკავეს. ამის შესახებ „ანადოლუ" იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით. დაკავებულთა შორის 2 თურქი და სამი სირიელია. სირიის მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად…

რუსეთში 6 წლის ბიჭმა 4 წლის და მოკლა

რუსეთში, სარატოვის ოლქში 6 წლის ბიჭმა სანადირო თოფი შემთხვევით 4 წლის და მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ბიჭმა, სავარაუდოდ, სახლში თოფი იპოვა და თამაშის დროს დას ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე კიბერშეტევა განხორციელდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერების თავდასხმის მიზანი დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტები იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ჰაკერებმა პირველ რიგში იმ დეპუტატების…

პაკისტანში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ბაჰავალურში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ბანზინმზიდის ამობრუნების შემდეგ ადგილობრივები მასთან მივარდნენ, რათა დაღვრილი ბენზინი შეეგროვებინათ.…

იემენში ქოლერით 200 ათასი ადამიანია დაავადებული

გაეროს ინფორმაციით, იემენში ქოლერით დაავადებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. ბოლო თვეებში ამ დაავადებით 1300 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბევრი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბოლო თვეებში იემენი ქოლერის ყველაზე სერიოზული…

პუტინი ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავიდა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. კერძოდ, პუტინი ბავშვთა ცენტრ „არტეკში“ ჩავიდა, რომელიც ადრე პიონერთა ბანაკი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა  ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო…

პუტინი ოლივერ სთოუნს რუსული ავიაციის ნაცვლად ამერიკული ავიაციის მოქმედებას აჩვენებს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავღანეთში 2012 წელს გადაღებული ვიდეო გაასაღა, როგორც „რუსული ავიაციის მოქმედება ტერორისტების წინააღმდეგ სირიაში“. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება. ვიდეო პუტინმა სთოუნს დოკუმენტური ფილმის…

მოსულში დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ფრანგი ჟურნალისტი ქალი - ვერონიკ რობერი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულში ბომბის აფეთქების დროს დაიჭრა, გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი" იუწყება. ჟურნალისტთა ჯგუფი მოსულის ძველი ქალაქის მახლობლად იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება…

კოლუმბიაში ამბოხებულებმა ჰოლანდიელი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

კოლუმბიაში „ნაციონალური გათავისუფლების არმიის“ (ELN) ამბოხებულებმა ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რომლებიც გასულ კვირას გაიტაცეს.   ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. 62 წლის რეპორტიორი დერკ ბოლტი და 58 წლის ოპერატორი ეუგენიო…