საფრანგეთის გარემოს მინისტრი სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მინისტრთა კაბინეტის წევრი, გარემოს მინისტრი ნიკოლას ჰალოტი, სექსუალური შევიწროების შესახებ, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების საკითხს არ განიხილავს. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდო ფილიპმა, ნიკოლასს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მის სიტყვებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ფრანგულმა მედიამ ჰალოტის წინააღმდეგ ბრალდებები, დღეს გამოაქვეყნა, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში, მინისტრის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდება, საფრანგეთში უკვე გავრცელებული იყო.
მინისტრი ნიკოლასი სამართალდამცველებმა მისი მოთხოვნით დაკითხეს, საქმე შეეხებოდა 1997 წელს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ცნობილი პოლიტიკოსის შვილიშვილმა, მინისტრი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და ამის შესახებ პოლიციაში 2008 წელს განაცხადა.
ფრანგი მინისტრი ადგილობრივ ტელევიზიაშიც იყო მიწვეული, სადაც მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ მას უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები