სირიაში სამთავრობო ძალების თავდასხმას 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიაში 4 დღის განმავლობაში, სამთავრობო ძალების მიერ დამასკოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეამბოხეთა ჯგუფებზე თავდასხმებს, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
მონიტორინგის ჯგუფისა და ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, აღმოსავლეთ ღუტაში თავდასხმის შედეგად, 54 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი დაიღუპა.
„სირიის ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ქალაქ არბინში მდებარე სავაჭრო ობიექტის დაბომბვის შედეგად, 9 ბავშვი და 12 მოზარდი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ სირიის მთავრობამ, მეამბოხეთა წინააღმდეგ, თავდასხმების „კამპანიის“ გაძლიერება ორშაბათს დაიწყო.
აშშ-მა და გაერომ, სირიის მთავრობას, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტაში 400 000 ადამიანი საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები