ავსტრალიაში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, საჯაროდ ბოდიშს მოუხდიან
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტერნბულის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები საჯარო ბოდიშს მიიღებენ. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ოთხ-წლიანი დასკვნის შედეგად მიიღო, რომლის მიხედვით, ავსტრალიის სხვადასხვა ინსტიტუტში ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდნენ და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ.
„BBC“-ის ინფორმაციით, დანაშაულები ისეთ დაწესებულებებში ხდებოდა, როგორიცაა: სკოლები, სპორტული დარბაზები და ეკლესიები.
„როგორც ერი, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მათ ჰქონდეთ გადარჩენის სურვილი და აუმაღლდეთ ღირსება“, _ განაცხადა ტერნბულმა.
დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად, სამეფო კომისიამ 400-ზე მეტი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, კათოლიკურ ეკლესიას, ქორწინებასთან დაკავშირებული წესების შეცვლისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მთავრობამ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დასახმარებლად, 30 მილიონი დოლარი გამოყო, რომლის მიხედვით, თითოეული დაზარალებული 150 000 დოლარზე მეტს მიიღებს.