კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 19 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ღამით მომხდარი შეტაკებების შედეგად უსაფრთხოების ძალების 8 წარმომადგენელი და 11 „ბოევიკი“ დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. წინა დღეს მომხდარ შეტაკებებში, რომლებიც თურქეთ-ირანის საზღვართან, ვანის…

ფილიპინებზე მომხდარი აფეთქების უკან დაჯგუფება „აბუ საიაფი“ დგას

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში გუშინ საღამოს მომხდარი აფეთქების უკან, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, ისლამისტური დაჯგუფება „აბუ საიაფი“ დგას.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ…

ჩინეთის პარლამენტმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის პარიზის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სახალხო წარმომადგენელთა სრულიად ჩინეთის კრების მუდმივმა კომიტეტმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პარიზის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი 2015 წლის დეკემბერში იყო მიღებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჩინეთის პარლამენტმა ეს…

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა

15 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ჰოერიონგში წყალდიდობის შედეგად. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. სააგენტო KCNA-ის ინფორმაციით,…

აშშ-ის ფლორიდის შტატში გრიგალმა „ერმინამ“ 300 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში გრიგალმა „ერმინამ“ 300 ათასი საცხოვრებელი სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია,  დაბლობში კი სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქარის სიჩქარე…

ტრამპმა კლინტონს რეიტინგით პირველად გაასწრო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“,  დონალდ ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს რეიტინგით პირველად გაასწრო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერის“ და კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევები…

უზბეკეთმა კარიმოვის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პარასკევს გვიან ღამით გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის დაკრძალვა შაბათს…

სტალონეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვირუსი აღმოჩნდა

ცნობილი ჰოლივუდელი სუპერვარსკვლავის სილვესტერ სტალონეს გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ვირუსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ გამოცემა morningledger.com წერს. წყაროს ინფორმაციით, დღეს ფეისბუქსა და სხვა სოციალურ…

ერაყში აგვისტოში ტერაქტებისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად 691 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ტერიტორიაზე აგვისტოს განმავლობაში ტერაქტებისა და საომარი მოქმედებების შედეგად 691 ადამიანი დაიღუპა და 1016 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 473 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით,…

იაპონური მედია იუწყება, რომ ჩინეთში დაკარგული ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ინგლისურს…

იაპონელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ამერიკელი სტუდენტი დევიდ სნედონი, რომელიც 2004 წელს ჩინეთში დაიკარგა, სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, რათა მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის ინგლისური ესწავლებინა. Independent-ს…