მოსკოვი-ბანგკოკის ავიარეისზე 25 მგზავრი დაშავდა

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვიდან ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიფრინავდა, 25 ადამიანი დაშავდა. თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ზოგიერთ მგზავრს მოტეხილობები აღენიშნება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, ისინი ბანგკოკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან“, -განუცხადეს ჟურნალისტებს ტაილანდში რუსეთის საელჩოში.
მათი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია 19 მგზავრს დასჭირდა. ზოგიერთს ოპერაცია ჩაუტარდება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ბანგკოკში დაშვებამდე, ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ამ დროს, მგზავრთა დიდ ნაწილს ღვედი არ ეკეთა  და სწორედ ეს ადამიანები დაშავდნენ.
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის მიერ მსგავსი სიტუაციის პროგნოზირება შეუძლებელია და ის ავარიულ სიტუაციაში სწორად მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები