“ქვეყანა რუსეთისკენ არავის არ მიჰყავს და ჩვენი გზა არის შეუქცევადი ევროპისკენ” – დიმიტრი ადამია

“პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი. სულ მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან იანვარში და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”, – ამის შესახებ „იტონგ კავკასუსის“ დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის ვითარების ნორმალიზებისკენ. გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. დავრწმუნდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი. ქვეყანა რუსეთისკენ არავის არ მიჰყავს და ჩვენი გზა არის შეუქცევადი ევროპისკენ. როგორც მივდივართ, გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. მშვიდობა იქნება და ამაში ძალიან მალე დარწმუნდებით“,- განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები