თბილისში 40 წლამდე მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მათი საერთო შვილის თვალწინ მიაყენა.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მამაკაცს, ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.