„ვივამედის“ კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარის პირობებში მკურნალობს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. მას ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მზია ამაღლობელს „ვივამედში“. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას სტაციონარის პირობებში აგრძელებს. მისივე თქმით, დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარების შემდეგ მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა დაიგეგმება.

„პაციენტი შიმშილობას აგრძელებს. ჩვენს შეთავაზებულ მკურნალობაზე – ინფუზიურ თერაპიაზე პაციენტმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები