“გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ, სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის პირველი ეროვნული ინტერესია” – მიხეილ ყაველაშვილი

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები