პიმენ ყურაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლებამ ძალიან სწორი პოზიციები დაიკავა; არ ვეთანხმები საზოგადოების ნაწილს იმაშიც, რომ რიტორიკა მაინც უნდა შეგვეცვალა
“მიმაჩნია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლებამ ძალიან სწორი პოზიციები დაიკავა. სავსებით სწორი. არ ვეთანხმები საზოგადოების ნაწილს იმაშიც, რომ რიტორიკა მაინც უნდა შეგვეცვალა”, – ამის შესახებ ექიმმა, კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, პიმენ ყურაშვილმა „დღის ქრონიკაში“, შეერთებული შტატებიდან ჩართვისას განაცხადა.
„თითქოს, ეს არ ესმით და თითქოს, იმის აღქმაც არ აქვთ, თუ რა გეოპოლიტიკურ სივრცეში ვარსებობთ ჩვენ, რა გეოგრაფიაში. ჩრდილოეთით ჩვენ გვესაზღვრება რუსეთი და საზოგადოების ნაწილს, არ ვიცი, ჰგონია, გერმანია, თუ ბელგია ესაზღვრება. ძალიან გაუგებარია ამ სამი წლის განმავლობაში საზოგადოების ამ უმცირესი ნაწილის მიერ უმრავლესობის დამუნათება და მოღალატეებად გამოცხადება. ისეთი პოზიცია გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ფრთხილად და მშვიდად.
მიმაჩნია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლებამ ძალიან სწორი პოზიციები დაიკავა, სავსებით სწორი. არ ვეთანხმები საზოგადოების ნაწილს იმაშიც, რომ რიტორიკა მაინც უნდა შეგვეცვალა. არ უნდა შეგვეცვალა და მიხარია, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც რიტორიკა არ იყო შესაცვლელი არანაირად, რუსეთის მიმართ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი დონის დაპირისპირებები როდესაც ხდება და მომავალშიც მოხდება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველამ სიმშვიდე და მაქსიმალურად ვეცადოთ, ასეთ დაპირისპირებაში თავი არ გავყოთ, მაქსიმალურად წყნარად ვიყოთ“, – განაცხადა ყურაშვილმა.