რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
რუსთაველის ეროვნული თეატრის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმა გიორგი თევზაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის დირექტორმა, ილჰამ ასგაროვმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი და აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი დავით უფლისაშვილი, რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი გიორგი თევზაძე და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის დირექტორი ილჰამ ასგაროვი.
თანამშრომლობის დოკუმენტის მიზანია, სპექტაკლების შემოქმედებითი გუნდების, ცალკეული თეატრის პროფესიის წარმომადგენლების- რეჟისორების, მსახიობების, სცენის მხატვრების და კოსტიუმების შექმნის ძიება, ერთობლივი პროექტების, ფესტივალების, თეატრალური სემინარების ხელშეწყობა, თეატრებში დადგმული სპექტაკლების მიმართ, ევროპისა და მსოფლიო თეატრალური ფესტივალების ინტერესის გაზრდა.