მიხეილ ყაველაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები და „დიფ სთეითი“ ერთი და იმავე ინსტრუქციით მოქმედებდა, ყველა მცდელობა მიმართული იყო, დაესუსტებინათ სახელმწიფო, ეს ყველაფერი აღვკვეთეთ
“არასამთავრობო ორგანიზაციები და „დიფ სთეითი“ ერთი და იმავე ინსტრუქციით მოქმედებდა, ყველა მცდელობა მიმართული იყო, დაესუსტებინათ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რევოლუციის ყველა სცენარი ერთმანეთს ჰგავს.
“არასამთავრობო ორგანიზაციები და „დიფ სთეითი“, ერთი და იმავე ინსტრუქციით მოქმედებდა, სადაც კი მოახერხეს რევოლუციური გზით შეცვალეს სცენარები. ჩვენთვის ეს ცნობილი იყო. ეს არის უკვე საშუალებები, რის საშუალებას მისცემს სახელმწიფო – სად შეიძლება, რომ სახელმწიფოს სისუსტე მონახონ, ეს იქნება ჯარი, პოლიცია, საზოგადოების თუ სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს ყველა მცდელობა აქეთკენ იყო მიმართული, როგორმე დაესუსტებინათ ჩვენი სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ მეთოდებს მიმართავენ, რომ შექმნან სიტუაცია, თითქოს კრიზისია, არაფერი ფუნქციონირებს, ყველა წინააღმდეგია ხელისუფლების. ეს აპრობირებული მეთოდებია. ჩვენთან ახალგაზრდები გამიყენეს და ა.შ. უბრალოდ, ჩვენ არ მივეცით საშუალება, რომ მათ ეს განეხორციელებინათ. მათი მცდელობები ყველა მიმართულებით იყო, მაგრამ ჩვენ მომზადებული შევხვდით ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი აღვკვეთეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.