თბილისში მკვლელობა მოხდა. ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში, გუშინ, ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ოჯახი ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.