“ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად ვხედავთ, თუ რას აპირებენ 4 ოქტომბერს რადიკალები” – ზუკა რურუა
“ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად ვხედავთ, თუ რას აპირებენ 4 ოქტომბერს რადიკალები”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი, ზუკა რურუა აცხადებს.
ის 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის გეგმას ეხმაურება.
„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად ვხედავთ, თუ რას აპირებენ 4 ოქტომბერს რადიკალები. მათი გამოსვლებით, ბრიფინგებით, პოდკასტებით ნათლად ჩანს, თუ რა გეგმა აქვთ მათ. ამიტომ მინდა, ყველა გავაფრთხილო, ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, არავინ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება, თუ ვინმე შეეცდება და რამე უკანონობას ჩაიდენს”, – ამბობს რურუა.