მამუკა მდინარაძე: მეტწილად სწორმა საკადრო პოლიტიკამ უზრუნველყო, მათ შორის, კორუფციის, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს არის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საქვეყნო მიზანი

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეტწილად სწორმა საკადრო პოლიტიკამ უზრუნველყო, მათ შორის, კორუფციის, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს არის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საქვეყნო მიზანი, იმიტომ, რომ ჩვენ ამით გადავარჩენთ მომავალ თაობებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ამ მთავარ დანაშაულებთან – კორუფციასთან და ნარკომანიასთან ბრძოლაში შეუვალია.

„როდესაც ყველა ადამიანს უხარია, რომ ნარკორეალიზატორი არის დაკავებული, ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რამდენად მავნე შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და ახალგაზრდობას ნარკომანიამ, ამ დაავადებამ, რომელიც გამავრცელებლების გარეშე ვერ საზრდოობს და ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მიხარია, რომ არაერთი უპრეცედენტო სპეცოპერაცია და ღონისძიება ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არა მხოლოდ ნარკომანიაზე; შეგახსენებთ, რომ ამ მთავარ დანაშაულებთან – კორუფციის წინააღმდეგ, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვართ შეუვალები.

თქვენ ალბათ შენიშნავდით, რომ კიდევ უფრო გამკაცრდა საპოლიციო კონტროლი მაგალითად დაცვის თანამშრომლების გადაადგილების შესახებ, რაც პრინციპში აკრძალული არ იყო. პოლიციამ და ჩვენ გარკვეული პრინციპები ერთად შევიმუშავეთ. რაც არ უნდა ამას ლეგიტიმური მიზანი ჰქონდეს, არ არის დღეს ამ ქვეყანაში ის ვითარება, რომ 7, 10 კაცი დაჰყვებოდეს ერთ ადამიანს. ვიღაცას შეიძლება თავისი პრესტიჟის ასამაღლებლად უნდა და შეიძლება უხაროდეს, ღმერთმა ყველას დიდი შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ იმიტომ მხოლოდ, რომ ბევრი გაქვს ფული და ამით შეგიძლია უზრუნველყო 20 კაცი დაგვყვებოდეს შავი ფორმებით, ეს არ არის მაინც და მაინც კარგი სანახავი და დისკომფორტს უქმნიდა ჩვენს მოქალაქეებს. ცოდვა გამხელილი ჯობია და ჩვენ მკაცრად გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ასეთი გადაადგილება, რაღაც სამხედრო ფორმირებისმაგვარი, არ არის სასიამოვნო სანახავი, თან იმ ქვეყანაში, რომელსაც უსაფრთხოების მაღალ ე.წ. ლეველზე აქვს პრეტენზია.

ალბათ შეამჩნევდით კიდევაც, რომ ბოლო პერიოდში გამკაცრებულია [მიდგომა] მათ შორის იარაღთან მიმართებით. დღე არ გავა გეკა გელაძის უწყებამ რამდენიმე ათეული იარაღი არ ამოიღოს. ზოგადად ჩვენმა ჰუმანურმა დამოკიდებულებამ, როგორც ჩანს, ბევრი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა გადაჭარბებას არ ვაპირებთ არც ამ მიმართულებით. არავის არაფერი დაჰბრალდება, ვინც პატიოსნად, სახელმწიფოებრივად მოიქცევა, მას საფრთხე არ ემუქრება და როდესაც თქვენ ნულოვანი ტოლერანტობა ახსენეთ, ჩვენ ახლოს გაკარებას არ ვაპირებთ იმ მიდგომების, რა მიდგომებიც იყო ქვეყანაში 2012 წლამდე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები