ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უკრაინისთვის ან სხვა ქვეყნისთვის გადაცემა გამორიცხულია – რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია.
“სადგურის რუსულ ატომურ ინდუსტრიაში ინტეგრაცია უკვე დამკვიდრებული ფაქტია და საერთაშორისო საზოგადოებას ამის აღიარების გარდა სხვა გზა არ აქვს. ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა შეუძლებელია” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აგრეთვე განმარტეს, რომ შეუძლებელია ატომური ელექტროსადგურის მართვა სხვა ქვეყანასთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში მისი ფიზიკური და ბირთვული დაცვა და ბირთვული ზარალის გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხების დარეგულირება გართულდება.