ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოსიტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.
ფინალამდე სპორტსმენმა ბრაზილიელი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ მარიცა პეროშიჩს სძლია.
ეთერ ლიპარტელიანმა გასულ წელს თბილისის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიპოვა.