მარტვილში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა

21 მარტის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

,,ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილესთან – გივი ელიავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან – კობა დარჯანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები