ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებზე მორგებული სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას აგრძელებს

“ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელსაც აგრძელებს ახალგაზრდებზე
მორგებული სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას”,- ამის შესახებ, ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“უკვე დაიწყო განცხადებების მიღება ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და
საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების პროგრამაზე.

პროგრამა საშუალებას აძლევს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს
მოიპოვონ დაფინანსება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენატაცია:

განცხადება მერის სახელზე; პირადობის მოწმობის ასლი; საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან;

პროექტი, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: თავფურცელი; ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ; პროექტის აღწერა; პროექტის შესრულების განრიგი; ბიუჯეტი; მოსალოდნელი შედეგი;

ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები (არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის ან მეურვის ანგარიშის ნომერი პირადობის ასლთან ერთად).

დაფინანსება ერთ პროექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები. ეს კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმოჩენას, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და
საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები