ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, 21 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

“აქციას, ,,ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს” , რომელიც მიზნად დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ისახავდა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეუერთდა.

მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს” კონფერენციაში ონლაინ ჩაერთო ასევე საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი – ლია ტაბაძე ,რომელმაც ვერცლად ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე.

აქტივობას მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების მონაწილეები ჩაერთნენ ასევე ჭრელი წინდების კამპანიაში.

მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, მერის მოადგილე – ვალერ თოდუასთან და მერიის კულტურის განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ათინა წურწუმია,, ბავშვთა სახლისა” და ,,ბავშვთა დღის ცენტრის” ბენეფიციარებს ესტუმრნენ, ტკბილეული გადასცეს მათ და ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღინისძიებები მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურების ორგანიზებით გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები