ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია “ჭრელი წინდების” კამპანიას შეუერთდა
“ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა “ჭრელი წინდების” კამპანიას, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია დაუნის სინდრომის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”,- ამის შესახებ, ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები, რომელიც სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
“21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა “ჭრელი წინდების” კამპანიას, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ჩართვა აქტიურ ცხოვრებაში.
ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურის მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც ზესტაფონის სპორტის სასახლეში გამართულ თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას.კამპანიაში ასევე ჩაერთნენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები, რომელიც სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.